EGI Test

ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო ქმედების ტესტი პოლიტიკურ იდეოლოგიებში

გილოცავთ - უკვე 7000-მა ადამიანმა გააკეთა ჩვენი ტესტი!

რა არის EGI Test?

EGI Test არის პოლიტიკური ტესტი. ამ ტესტის მთავაი მიზანი არის შენი დამოკიდებულების შეფასება 8 საბაზისო ფასეულობების მიმართ - და ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით, შენი ფასეულობების შეფასება. ტესტის ფარგლებში ჩვენ შემოგთავაზებთ დებულებებს, რომელთადმი შენი დამოკიდებულება უნდა დააფიქსირო 5 სავარაუდო პასუხიდან ერთ-ერთის მეშვოებით - სრულიად ვეთანხმები-დან კატეგორიულად ვეწინააღმდეგები-მდე. თითოეული პასუხი ოდნავ ცვლის ტესტის შედეგს. უპასუხე გულწრფელად - ჩვენ არ ვინახავთ შენს შესახებ ინფორმაციას.

სულ ტესტი შეიცავს შეკითხვას.

რა ფასეულობებზეა საუბარი?

ჩვენ ავარჩიეთ ოთხი დამოუკიდებელი საბაზისო ფასეულობა - ეკონომიკა, საგარეო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი; თითოეულს დაყოფილია კიდევ ორ კომპონენტად. ყველა კომპონენტი არის:

თანასწორობა (ეკონომიკა)
რაც უფრო მაღალია თანასწორობის პარამეტრი, მით უფრო მეტად გჯერა, რომ ეკონომიკის მთავარი ამოცანა არის საზოგაოებრივი თანასწორობის მიღწევას. როგორც წესი, შენ მხარს უჭერ პროგრესულ გადასახადს, დიდ სახელმწიფო სოციალურ პროგრამებსა და ზოგადად, სოციალიზმს.

ბაზარი (ეკონომიკა)
ბაზრის მხარდამჭერები, როგორც წესი, სახელმწიფოს სწრად განვითარებას უჭერენ მხარს. მათ სჯერათ, რომ სახელმწიფოში არსებული პრობლემების მოგვარება შეიძლება სწრაფი განვითარების შედეგად; როგორც წესი, ისინი მხარს უჭერენ დაბალ გადასახადებს, პრივატიზაციას, დერეგულაციას და ზოგადად, თავისუფალ კაპიტალიზმს.

პატრიოტი (საგარეო)
პატრიოტები, როოგრც წესი, პატრიოტულად და ნაციონალისტურად არიან განწყობილები. მათ სჯერად აგრესიული და პროაქტიური საგარეო პოლიტიკის, მხარს უჭერენ უსაფრთხოების, პოლიციის, ჯარის, სუვერენიტეტის პრინციპებს; საკუთარ სახელმწიფოს სხვებზე წინ აყენებს.

კოსმოპოლიტი (საგარეო)
კოსმოპოლიტები, როგორც წესი, არიან გლობალისტები და სჯერათ ლიბერალური საგარეო პოლიტიკის, დიპლომატიის, თანამშრომლობის, გაეროსა და მსოფლიო მთავრობის.

თავისუფლება (სამოქალაქო)
თავისუფლების მხარდამჭერებს, როგორც წესი, არ სჯერათ სახელმწიფოს აბსოლუტიზმისა და მხარს უჭერენ დემოკრატიას, ებრძვიან უკანონო მიყურადებასა და სახელმწიფოს ჩარევას პირად ცხოვრებაში.

წესრიგი (სამოქალაქო)
წესრიგის ქომაგებს სჯერათ სახელმწიფო ძალაუფლების. ისინი მხარს უჭერენ სახელმწიფოს ჩარევას პირად ცხოვრებაში, თვალთვალსა და მიყურადებას, ცენზურასა და იხრებიან ავტორიტარიზმისკენ.

ტრადიცია (საზოგადოებრივი)
ტრადიციების ქომაგები მხარს უჭერენ მკაცრ მორალურ კოდექსს. როგორც წესი, ტრადიციონალისტები რელიგიურები არიან და მხარს უჭერენ არსებული წესრიგისა და სტატუს კვოს შენარჩენებას.

პროგრესი (საზოგადოებრივი)
პროგრესის ქომაგებს სჯერათ სოციალური ცვლილებისა და რაციონალურობის. როგორც წესი, სეკულარისტი ან ათეისტი ადამიანები, ვინც კარგად ერკვევიან მეცნიერებაში დამხარს უჭერენ ტექნოლოგიურ განვითარებასა და ბუნების შესწავლას.

რას ნიშნავს „ყველაზე ახლოს დგახარ“ შედეგების გვერდის ქვემოთ?

ეს ტესტი ცდილობს მიახლოებით დაასკვნას, თუ რომელი იდეოლოგიის დებულებბეი დგას შენს პოზიციასთან ყველაზე ახლოს. მადლობა და ისიამოვნეთ!

არ ვარ მე... იმნაირი!

ჰმმმ... თუ გაქვს შეკითხვები, ან თვლი, რომ შეიძლება ჯობდეს ტესტში რამის შეცვლა, შეგიძლია მოგვწერო info@egi.ge-ზე, ან ჩაეწერო სამოქალაქო ქმედების სკოლაში და უკეთ გაერკვე საკუთარ თავში.


ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და სამოქალაქო ქმედების ტესტი პოლიტიკურ იდეოლოგიებში